Start Up-ების დაფინანსება

ჩვენმა გუნდმა შექმნა ახალი სერვისი, ინვესტიციების მართვა, რომლის ერთ-ერთ მიმართულებად მოვიაზრებთ საინტერესო სერვისს - Start Up-ების დაფინანსებას.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე ტიპის იდეა, მომზადებული გაქვთ ბიზნეს გეგმა და გსურთ ეს ყველაფერი აქციოთ ბიზნესად, აღარ არის საჭირო რთული და ბიუროკრატიული პროცესების ბანკებში ან სხვა საშუამავლო ორგანიზაციებში გავლა.

ჩვენ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდება ძალიან მარტივად. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საინვესტიციო ფონდებთან და გვაქვს შესაძლებლობა სხვებთან შედარებით გაცილებით ადრე მოვძებნოთ თქვენთვის შესაფერისი ინვესტორი.

მთავარია, რომ თქვენი იდეა იყოს საინტერესო და დაგვიმტკიცოთ მისი პერსპექტიულობა, ამის შემდეგ კი ჩვენ გავხდებით თქვენი ,,ადვოკატები“, რომლებიც უზრუნველყოფენ ინვესტორების თქვენთან ერთად დარწმუნებას იმისათვის, რომ გაუწიონ სათანადო ინვესტირება თქვენს წამოწყებას.