ლოჯისტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ბიზნესის ფუნქციონირებაში, რომლის ძირითადი მიმართულებებია ტრანსპორტის, სავაჭრო, სასაწყობე, სამეწარმეო და დისტრიბუციის სფეროები. აღნიშნული ფუნქციის გამართული მუშაობა უზრუნველყოფს:
•გადაზიდვის მარშრუტებისა და მასთან დაკავშირებული გამოთვლების წარმოებას.
•გადაზიდვის გრაფიკის წინასწარ დაგეგმვას, პროცესების მართვას და ვადების შენარჩუნებას სხვადასხვა სირთულეების მიუხედავად.
•დაცლა, დატვირთვა, გადატვირთვის სამუშაოების დაგეგმარებას.
•ტექნიკისა და აღჭურვილობის მობილიზაცია/დემობილიზაციას.
ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ შემდეგი პრობლემების მოგვარებაში, რომლის შედეგადაც გაიზრდება თქვენი შემოსავალი:
• მიწოდების ვადების კონტროლი.
• მარშრუტების ეფექტური დაგეგმვა დროისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენებით.
• ლოჯისტიკური პარკის სათანადო ტექნიკური სერვისით უზრუნველყოფა და გამართვა.
• არსებული სატრანსპორტო საშუალებების შეფასება ეფექტურობის მიხედვით.
• სატრანსპორტო ხარჯების მონიტორინგი/შემცირება.
• წინასწარ განსაზღვრული დროის მენეჯმენტი კონკრეტულ ობიექტზე.
ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პროდუქციის ან/და სხვა აქტივების გადაადგილება იყოს იდეალურთან მიახლოებული. ასეთ შემთხვევაში გამართულად მომუშავე ლოჯისტიკის სამსახურს შეუძლია შეამციროს კომპანიის მიუღებელი შემოსავლები, რომელიც მთლიანი შემოსავლის 3%-15%-ით ზრდას გულისხმობს.