პერსონალური განვითარება

წარმოიდგინეთ, რომ გუნდში გყავთ ადამიანები, რომლებიც სავსე არიან ენთუზიაზმით, არიან პროაქტიულები და აკეთებენ დავალებებს ხარისხიანად. პრობლემების მოგვარებაზე თვითონ ზრუნავენ და იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ამასთან მუდმივად მუშაობენ საკუთარი უნარ-ჩვევების ამაღლებაზე და უფროსის დავალებებს აკეთებენ ოპერატიულად

ჩვენი კლიენტები ზრუნავენ თავისი თანამშრომლების განვითარებაზე ჩვენ კი ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომებით ვეხმარებით დასახული მიზნების მიღწევაში. პირველ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ კლიენტის თანამშრომლების მენეჯერული უნარ-ჩვევების ანალიზს, შემდეგ ვათანხმებთ მიზნებს კლიენტებთან და ვამზადებთ სპეციალურ პროგრამას მათი თანამშრომლების მიერ დასახული შედეგების მისაღწევად.

იმისათვის, რომ თანამშრომლებმა შეძლონ დასახული მიზნების დამოუკიდებლად შესრულება, საჭიროა ინდივიდუალური პროგრამის მომზადება, რომელიც შედგება სხვადასხვა ეტაპისაგან:

1)    ტრენინგი მენეჯერული უნარ-ჩვევების შესასწავლად, სადაც თქვენი თანამშრომლები მიიღებენ 200-ზე მეტ რჩევას თუ როგორ უნდა მოიქცენ იმისათვის, რომ მიაღწიონ დასახულ მიზნებს და გახდნენ ეფექტური მენეჯერები.

2)    განვითარების სამოქმედო გეგმის შედგენა. პროფესიული განვითარების მიზნებიდან გამომდინარე თქვენი თანამშრომლები ამზადებენ სამოქმედო გეგმას, რომელიც მტკიცდება მათ უშუალო ხელმძღვანელთან და ქოუჩთან ერთად

3)   მესამე ეტაპზე ხდება თანამშრომლების მიერ დასახული გეგმის რეალიზება, რომელიც ქოუჩის კოორდინირების ქვეშ მიმდინარეობს. ჩვენ ვეხმარებით თქვენს თანამშრომლებს გეგმის შესრულების დროს წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.

ჩვენი მიდგომა ყველა კლიენტთან ინდივიდუალურია, პირველ ეტაპზე ვაანალიზებთ საჭიროებას, ხოლო შემდგომ ვამზადებთ სამოქმედო გეგმას.