F & B რესტორნის ბიზნესის მენეჯმენტი

დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფმა შექმნა ახალი პროდუქტი - “Food & Beverage რესტორნის ბიზნესის მენეჯმენტი”. 

ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, თუმცა გვხვდება ხშირად ისეთი ობიექტები, სადაც სტუმრები ვერ იღებენ უმაღლესი ხარისხის მომსახურეობას, სადაც არ ხდება დამატებითი პროდუქციის გაყიდვა. არის ისეთი ობიექტებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისად მომგებიანი ან სტუმრები არ არიან ლოიალურები.

ჩვენი გუნდის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ჩვენი კლიენტების მომგებიანობის გაზრდა. ჩვენი კონსალტინგი ყოველთვის ინდივიდუალურია და მორგებულია კლიენტის საჭიროებებს. ჩვენი სერვისი მოიცავს როგორც არსებული ობიექტის მომგებიანობის გაზრდას, ისე ახალი ობიექტის შექმნას და განვითარებას.

კლიენტებთან მუშაობის პროცესში ინდივიდუალურად ვმუშაობთ Food & Beverage  ინდუსტრიის სხვადასხვა, ქვემოთ მოცემულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიხილავთ ყველა დეტალს, რომელიც ზრდის ობიექტების მომგებიანობას:

  • სარესტორნო ბიზნესის მიზანი და ამოცანები;
  • ობიექტის კონცეფციის კლასიფიკაცია და რენტაბელობის კრიტერიუმები;
  • შენობის, დიზაინის, ერგონომიკის, დანადგარების, ავეჯის და ჭურჭლის დაგეგმარება;
  • ბარის დაგეგმარება, კოქტეილების კლასიფიკაცია, კოქტეილების დამზადების ტექნოლოგია;
  • სამზარეულოების მენიუს დაგეგმარება და არსებულის განახლება სტუმრების მოთხოვნილების შესაბამისად;
  • მომსახურების კონცეპტუალური მიდგომა, სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურეობა;
  • რესტორნის ოპერაციების მართვა, სრული პროცესების გაანალიზება;
  • საწყობის მართვა;
  • სტუმრისგან შეკვეთის მიღება, კერძის მომზადების პროცესი;
  • დარბაზის გახსნის და დახურვის პროცესები;
  • ბიუჯეტი და ფინანსების მართვა;
  • პროგრამული უზრუნველყოფა და მისი გამოყენება ობიექტის ეფექტურობისათვის;
  • არასტანდარტული და ფორსმაჟორული სიტუაციები;
  • პერსონალის მართვა.