„ყველაფერი კარგად იქნება“


ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უიმედობასა და სიმარტოვეს ვგრძნობთ და საკუთარი თავის შესაძლებლობებში ეჭვე გვეპარება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამ დროს ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, ამ დროს ყველას და პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ვაჩვენოთ თუ როგორი ძლიერები ვართ და თქვენ ყველაფერს შეძლებთ, ასეთ დროს იფიქრეთ ფრაზაზე „ყველაფერი კარგად იქნება“. ვისთანაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის გაუმეორეთ საკუთარ თავს ეს სიტყვები, როცა მძიმე მომენტი დადგება თქვენს. „როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება!“

არ გადადო არაფერი ორშაბათისთვის! რასაც გადაწყვეტ, რომ შენ ამას გააკეთებ, ის საქმე გააკეთე ახლავე და არა ორშაბათს. ადამიანები ადვილ საქმეს ვაქცევთ რთულად, ხოლო რთული საქმის გადადებით მას ვაქცევთ შეუძლებლად. ფრაზა- „მოვა მაგის დროც“ საკმაოდ გაუგებრად ჟღერს, რადგან დრო მხოლოდ მიდის და  არ ჩერდება, უნდა გამოვიყენოთ ყოველი წამი. იფიქრე ბევრი, იარე ყოველთვის წინ, შესთავაზე გარშემო მყოფებს ყოველთვის ახალი, მთავარია იმოძრაო და არ აქვს მნიშვნელობა რა სიჩქარით მოძრაობ, მთავარია, რომ არ გაჩერდე!  გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“, ამიტომაც, მთავარია მოქმედებაში იყო.

გახსოვდეს, ნებისმიერი იდეის განხორციელებაა შესაძლებელი, მთავარია შენ გინდოდეს და აკეთო ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. თუ გჯერა და გწამს ამ საქმის, მაშინ შენ ყველაფრის რეალობად გადაქცევა შეგიძლია. მოინდომე, რადგან არ არსებობს საქმე, რომელიც არ გამოგივა. მონდომებით ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, გადაწყვიტე და გააკეთე, ნუ უყურებ სხვებს!

 „ყველაფერი, გაივლის.“ არ მოდუნდე და ყოველთვის იფიქრე ხვალინდელ დღეზე. ნუ დაკარგავ მომავლის იმედსა და მოტივაციას. შენს ისტორიას თვითონ ქმნი, ამიტომაც ვალდებული ხარ, რომ ყველაფერი გააკეთო, რათა ყველაფერი კარგად იყოს! რასაც არ უნდა აკეთებდე, გააკეთე საუკეთესოდ და შენი სურვილის შესაბამისად. დამიჯერე, ბოლოს მოხარული იქნები, რომ ასე მოიქეცი! სჯობს გაკეთებული საქმე ინანო, ვიდრე უმოქმედობა, ამიტომ იმოქმედე დღესვე!

| გააზიარე
მოგწონთ?