
➵თვლი, რომ შეგიძლია კარგად წერა და მოგწონს, როდესაც შენს შემოქმედებას სხვა ადამიანებს უზიარებ?
➵იცი, რომ ერთი ადამიანის გადმოცემულ აზრს სხვისი ცხოვრების შეცვლა შეუძლია?
➵ფიქრობ, რომ განსაკუთრებული ხარ და გჭირდება თანამოაზრეებით სავსე გუნდის წევრი გახდე?
მაშინ ინტერნეტ ჟურნალ ,,მოტივაციის" გუნდი გელოდება შენ!
ჟურნალი ,,მოტივაცია" ➳ 500-ზე მეტი სტატია, 1 000 000-ზე მეტი მოტივირებული მკითხველი და გუნდი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ გაიზარდოს და შეცვალოს საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრება.
გამოგვიგზავნე სტატია თემაზე: ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა (ჩვენთვის არ არის მთავარი სტანდარტული ან სწორი პასუხი ამ კითხვაზე, მთავარია ჩანდეს მონაწილის ინდივიდუალური მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით)
მისამართი: motivation@davidkenchadze.ge
სტატიების მიღების ბოლო დღე 25 სექტემბერი.
სტატიის შეფასების კრიტერიუმები იქნება:
●რამდენად არის სტრუქტურულად, სტილურად და აზრობრივად გამართული
●რამდენად პასუხობს სათაურს
●რამდენად იგრძნობა ავტორის კრეატიული აზროვნება
●რამდენად აკმაყოფილებს მითითებულ სიტყვათა რაოდენობას (მაქსიმუმ 500 სიტყვა)
სტუდენტებს საშუალება ექნებათ იმუშაონ სწავლის პარალელურად, ონლაინ რეჟიმში.
სტაჟირება გაგრძელდება 6 თვე. მონაწილეები მიიღებენ სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატებს.