როგორ გავხდეთ წარმატებული?


საქართველო ამ ეტაპზე შესაძლებლობების პლატფორმაა. აქ, ხომ ჯერ ნულიდან იწყება ყველაფრის კეთება. განვითარებული ევროპული ქვეყნების მაგალითებსა და მიღწევებს ჯერ ახლა ვნერგავთ. 
საქართველო შესაძლებლობების უკიდეგანო სივრცეა, როგორც უდაბნო და ოკეანე, ოღონდ შენ მოინდომე და გზა ხსნილი გაქვს.

ჩემი აზრით, ზუსტად მონდომება ასახავს წარმატებას. ჯერ აუცილებელია ავირჩიოთ თუ რა სფეროში გვინდა პროფესიონალები გავხდეთ. დასაწყისისთვის უნდა გვქონდეს განსაზღვრული მკაფიო მიზანი, შემდეგ ყოველი დღე უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც ახალი ვისწავლოთ. ამ ყველაფრისთვის არსებობს მრავალი ლიტერატრა, უმაღლესი სასწავლებელები, ტრენინგ ცენტრები, გამოცდილი ადამიანები და ინტერნეტი.

მინდა მოვიყვანო ცნობილი ადამიანების ციტატები, რომლებიც ნამდვილად დაეხმარებიან ადამიანებს, რომელთაც სურთ  წარმატების მიღწევა კონკრეტულ სფეროში:
 

  • „ცხოვრების წესად გაიხადეთ მაქსიმუმის ჩადება ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. აღბეჭდეთ თქვენს საქმეებზე თქვენი ხასიათი. აქციეთ სრულყოფილება თქვენს სავაჭრო ნიშნად.“ - ორისონ სუეთ მარდენი.
  • „შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერი რამ, რაც დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. არ არსებობს არავითარი ლიმიტი.“ - ბრაიან თრეისი.
  • „უწყვტი და მიზანმიმართული შრომა ყველა წინააღმდეგობას დაძლევს, ყველა დაბრკოლებას გადალახავს.“ - კლოდ ბრისტოლი.
  • „არაფერი გაგაძლიერებთ ცხოვრებაში ისე, როგორც თქვენი ენერგიის კონკრეტული მიზნებისკენ მიმართვა.“ - ნიდო ქუბეინი.


ბევრი რამის მიღწევა შეიძლება საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში დღეს სათანადო მომსახურების პრობლემაა, ნებისმიერ სფეროში ნაკლებად თუ მოიძებნებიან პროფესიონალები.

საჭიროა ვიცოდეთ გვინდა? ვართ მზად, რომ შევალიოთ ჩვენი საუკეთესო წლები კონკრეტულ საქმიანობას!? არ დავნებდებით არასოდეს რა ფიასკოც არ უნდა განვიცადოთ და გავხდებით საუკეთესოები ჩვენს საქმიანობაში!? ზუსტად ეს კითხვები განსაზღვრავს მთავარს წარმატების მიღწევისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში პროფესიონალი კადრების დეფიციტია თითქმის ყველა სფეროში, ამიტომ თუ სათანადოდ და სწორედ დავგეგმავთ ჩვენს მომავალ მიზნებს და შესაბამისად ვიბრძოლებთ ამ მიზნების მიღწევისთვის, გარკვეული დროის შემდეგ საუკეთესოები გავხდებით ჩვენს საქმიანობაში, ამის შემდეგ შესაძლებელია სხვებსაც გავუზიართ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება.

 

| გააზიარე
მოგწონთ?