სალომე ბურდული

1.რა  არის თქვენთვის მოტივაცია?

მოტივაციაა აკეთებდე შენს საყვარელ საქმეს და ეს სიამოვნებას განიჭებდეს, ხედავდე შენი მუშაობის შედეგად, თუნდაც ერთი ნაბიჯით, წინ წასულ ადამიანებს, რომლებმაც შეცვალეს თავისი დამოკიდებულებები, დაიწყეს ზრუნვა საკუთარი მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებაზე. ასევე მოტივაციაა ხედავდე, როგორ ითვალისწინებენ ჩვენი მეგობარი კომპანიები ჩვენს რეკომენდაციებს და იღებენ სასურველ შედეგებს.

 

2.რატომ  გადაწყვიტეთ გამხდარიყავით David Kenchadze Consulting Group-ის გუნდის წევრი?

ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია იზრუნო სხვებზე და საკუთარ თავზე, გახდე მაღალი დონის ბიზნეს კონსულტანტი, რადგან შენ გვერდით არიან 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომელთაც მრავალჯერ შეუცვლიათ სხვადასხვა კომპანიების ბედი. ეს არის გუნდი, სადაც არავინ ამბობს „ეს არ გამოვა“ ან „ამას ვერ შევძლებთ“, ნაცვლად ამისა, ვფიქრობთ, როგორ ვაქციოთ თითოეული იდეა რეალობად. 

 

3.როგორი განცდაა, როდესაც მომხმარებელი იღებს იმაზე კარგ შედეგებს, ვიდრე ელოდა?

ეს საუკეთესო მომენტია, ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვართ ჩვენი მომხმარებლის და მეგობარი კომპანიების შედეგების გაუმჯობესებაზე, სწორედ ამიტომ, წინასწარ ვათანხმებთ მათთან დროში განსაზღვრულ KPI-ს და ვიწყებთ მუშაობას დასახული მიზნის მისაღწევად. სწორედ ამგვარი პრინციპით შესაძლებელია მიიღო არა მხოლოდ ის შედეგი რომელსაც ელოდებიან, არამედ გააუმჯობესო კიდეც ის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია.

 

4.მართალია, რომ თითოეულ კლიენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ გექნებათ თქვენი მეთოდი, რომელიც ხშირად ამართლებს.

დიახ, ჩვენ გვაქვს ჩვენი მეთოდი, რაც ამართლებს და ეს სწორედ ის ინდივიდუალური მიდგომაა თითოეულ მათგანთან. ყველა კომპანია თუ ადამიანი განსხვავებულია და  ბუნებრივია ვერ იქნება ფორმულა, რომელიც ყველასთან მაქსიმალურად ეფექტურად იმუშავებს. აქ მთავარი მუშაობის პრინციპი და საქმისადმი ჩვენი დამოკიდებულებაა. ჩვენი მიზანი კლიენტი კომპანიებისთვის მოგების, ხოლო ინდივიდუალური პირებისთვის პიროვნული და პროფესიული განვითარება და შემოსავლების ზრდაა. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი მიდგომების გაუმჯობესებაზე, ახალი იდეების დანერგვაზე, რაშიც გვეხმარება ჩვენი კონსულტანტების მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება გაყიდვების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების და სხვა სფეროებში. 

 

5. მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი გამოცდილების შესახებ.

უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი საზაფხულო ბანაკში ლიდერად, სადაც გუნდის მართვის, დაძაბულ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ამავდროულად სტუდენტობიდან დავით კენჭაძის გუნდის წევრი ვარ, რაც ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად საამაყო იყო ჩემთვის. თავდაპირველად გავიარე სტაჟირება „თიბისი ფეიში“, სადაც დავითი გენერალური დირექტორი იყო, ორი წლის შემდეგ კი შემოვუერთი საკონსულტაციო ჯგუფს,  ამ პერიოდის განმავლობაში ვისწავლე, როგორ განვავითარო ახალი უნარები და არ გავუშვა ხელიდან ის შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება გვაძლევს.