Sales Club

 

დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფი უკვე მეორედ წარმოგიდგენთ პროექტს - გაყიდვების კლუბი.

გაყიდვები ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა თანამედროვე მსოფლიოში. ის ნებისმიერი კომპანიისთვის შემოსავლების მთავარი წყაროა და შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. გაყიდვები არის ის, რაც ყოველდღიურობაში გვჭირდება არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პირადი თვალსაზრისითაც, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი, მოვაწონოთ ადამიანებს ჩვენი იდეები და ეს ყველაფერი თავის მხრივ, გაყიდვების კარგ უნარებთან არის დაკავშირებული.

გაყიდვები - ეს არის პროფესია, რომელიც ისწავლება. გაყიდვების პროფესიონალად ჩამოყალიბება არ არის მარტივი და გარკვეულ დროს, ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას და სხვადასხვა ეტაპების გავლას გულისხმობს, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს შესაძლებელია და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველმა ინიციატივამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა და გაზარდა არაერთი პროფესიონალი ამ კუთხით, რომლებიც უკვე სხვადასხვა კომპანიებში ამ მიმართულებით წარმატებით მუშაობენ, მათ შორის რამდენიმე უშუალოდ ჩვენს გუნდში, გადავწყვიტეთ, კიდევ მივცეთ მსგავსი შესაძლებლობა ახალ მსურველებს.

 

კლუბის მიზანი

კლუბის მიზანია პირველი ერთი წლის განმავლობაში გაიზარდოს 50-მდე წარმატებული ადამიანი, რომლებიც ისწავლიან, განვითარდებიან გაყიდვების მიმართულებით და საბოლოოდ, შეძლებენ ამ სფეროში მაღალი დონის შედეგების დადებას. ასევე მათ უნდა გაზარდონ შემოსავლები და ბაზრის სიტუაციიდან გამომდინარე, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს უნდა იყოს 2-3 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავალი.

 

კლუბის წევრობა

კლუბის წევრობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია გაყიდვებით და არ არის აუცილებელი, რომ ამ სფეროში ჰქონდეს გამოცდილება. პროექტში გაწევრიანებისთვის კანდიდატი უნდა სარგებლობდეს ჩვენი საიტის წევრობის სერვისით და ფლობდეს ერთ-ერთ საწევრო პაკეტს. 

 


ინფორმაცია პაკეტების შესახებ

 

დეტალები

კლუბის წევრები ჩვენი საიტის პირად პროფილში იხილავენ შესაბამის ჯგუფს, სადაც გაწევრიანდებიან სურვილის შესაბამისად და მონაწილეთა შევსების შემდეგ, მიიღებენ პირველ დავალებას. პროექტი მოიცავს გაყიდვების შესახებ პრაქტიკულ დავალებებს, გაყიდვების სხვადასხვა ტექნიკების გაცნობას, სცენარების წერას, პერიოდულ შეხვედრებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული გაყიდვების მთავარი პრინციპები და მეთოდები. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, მათ მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. 

მონაწილეების მიღება დაწყებულია!