კორპორატიული კულტურა

დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფის

კორპორატიული კულტურა

 

1.მუდმივი განვითარება

1.1. ჩვენი გუნდის წევრობა ყველა მოტივირებულ ადამიანს შეუძლია, ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ ტალანტებს, ადამიანებს, რომლებსაც არ ეზარებათ შრომა და დარწმუნებულნი არიან, რომ საკუთარ თავზე მუშაობა კარიერაში და ბიზნესში წარმატების მიღწევის საწინდარია.

1.2. ჩვენი გუნდის წევრები აკმაყოფილებენ შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

    1.2.1. არიან თვითმოტივირებულები

    1.2.2. აღიარებენ ჩვენი გუნდის კორპორატიულ კულტურას

    1.2.3. იციან, რომ შედეგები არის ყველაფრის განმსაზღვრელი ბიზნესში, შესაბამისად ისინი დებენ მაღალი დონის შედეგებს.

1.3. ჩვენ შევქმენით საუკეთესო გუნდური მუშაობის პირობები ისე, რომ ადამიანს, რომელიც ხვდება ჩვენს გუნდში, აღარ უჩნდება სხვაგან წასვლის სურვილი. ყველა ადამიანს შეუძლია ჩვენს გუნდში წავიდეს მაღლა კარიერული თვალსაზრისით, გაზარდოს შემოსავალი და ეს ყველაფერი მხოლოდ მის შედეგებსა და პიროვნულ თვისებებზე იქნება დამოკიდებული.

1.4. ადამიანები მხოლოდ ორი მიზეზის გამო ტოვებენ ჩვენს გუნდს.  ისინი უგულებელყოფენ ჩვენს კორპორატიულ კულტურას ან ვერ დებენ დაპირებულ შედეგებს.

1.5. გუნდში ახალი პარტნიორები აგვყავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დაიწყებენ ისეთი შედეგების დადებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია შემოსავლების მიღებასთან. ამასთან პიროვნული თვისებებით კანდიდატი უნდა აკმაყოფილებედეს ჩვენი გუნდის მოთხოვნებს.

1.6. ჩვენს გუნდში ყველა ვერ მოხვდება, ჩვენ გინდა მხოლოდ საუკეთესოები და იმისათვის, რომ მოხვდე ჩვენს გუნდში, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი გზა უნდა განვლო.

1.7. ჩვენ არ ვაწინაურებთ ადამიანებს, ისინი თვითონ აწინაურებენ თავს მას შემდეგ, რაც შეძლებენ უკეთესი შედეგების დადებას. ასე რომ კარიერული წინსვლა საკონსულტაციო ჯგუფის მენეჯმენტზე კი არა, არამედ უშუალოდ თითოეულ წევრზე არის დამოკიდებული.

1.8. ჩვენ გვინდა, რომ ყველა გუნდის წევრი წავიდეს წინ, ჩვენ ყველას ვაძლევთ ამის საშუალებას, რაც მეტი გუნდის წევრი წავა წინ და დადებს მაღალ შედეგებს, მით უფრო ბედნიერი იქნება თითოეული ჩვენგანი.

1.9. ყოველ დღე ვვითარდებით და ვხდებით უკეთესები, ყოველ დღე ვიღებთ ახალ ცოდნას და მუდმივად ვმუშაობთ ახალ იდეებზე, რომლის პრაქტიკაში დანერგვა შეგვიძლია.

1.10. ვქმნით იდეალურ სამუშაო გარემოს ჩვენს გუნდში, რადგან ჩვენი მიზანია ეს იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელია საუკეთესო შედეგების მიღწევა.

1.11. თუ არ გჯერა ჩვენი წარმატების, ვერ გახდები ჩვენი გუნდის წევრი. თუ არ გჯერა, რომ ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს და კომპანიებს მათი ცხოვრებისეული და კარიერული მიზნების მიღწევაში, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენთან ყოფნას?!

1.12. ვართ პროფესიონალები და მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და მენეჯერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე.

1.13. მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი თავის განვითარებაზე, შესაბამისად სისტემატიურად ვკითხულობთ წიგნებს და ვუზიარებთ ერთმანეთს მიღებულ ცოდნას.

1.14 ჩვენ მუდმივად ვუზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას ერთმანეთს, ჩვენი გუნდი ქოუჩინგზე, მუდმივ განვითარებაზე  არის დაფუძნებული.

1.15 გუნდის ყველა წევრი ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ კვირაში 1 საათს დავუთმობთ ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფის სტრატეგიულ განვითარებაზე მუშაობას.

 

2.  ღირსება

2.1. ვართ სამართლიანები ყველა საკითხის განხილვისას და რაც მთავარია, ვართ სამართლიანები საკუთარი გუნდის წევრების მიმართ;

2.2. ყოველთვის ვასრულებთ დანაპირებს, რომელსაც ვაძლევთ კოლეგებს, კლიენტებსა და პარტნიორებს. მიცემული პირობის შესრულება თითოეული ჩვენგანის ღირსების საკითხია;

2.3. ვაღიარებთ, რომ წარმატება დეტალებშია, ამიტომ ყველანაირ მცირე დეტალსაც კი განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ;

2.4. ვართ პუნქტუალურები, არასდროს ვიგვიანებთ, განსაკურებით კი კლიენტთან ურთიერთობისას.  მუდმივად ვაუმჯობესებთ დროის მართვის უნარ-ჩვევებს;

2.5 მიგვაჩნია, რომ ინოვაციებს შეუძლია ჩვენ გუნდს დიდი წარმატება მოუტანოს, ამიტომ ყოველთვის ვფიქრობთ ახალ იდეებზე, ვაფასებთ თანამშრომლების ინიციატივიანობას და ყოველთვის ვცდილობთ პირველებმა დავნერგოთ სიახლეები ბაზარზე;

2.6 ვართ კლიენტებზე ორიენტირებულნი, ჩვენი ყველა კლიენტი არის მეფე. ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გადავაჭარბოთ ჩვენი კლიენტების მოლოდინებს და პირნათლად დავეხმაროთ მათ მიზნების მიღწევაში

2.7 ვთვლით რომ გუნდის წევრები არიან ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი. ადამიანობა, ურთიერთ პატივისცემა და გუნდურობა ჩვენთვის ყოველგვარ ფინანსურ საკითხზე მაღლა დგას. 

2.8 ჩვენ ვართ #1 საკონსულტაციო ჯგუფი საქართველოში, რაც დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს თითოეულ ჩვენგანს. შესაბამისად ყველა პროექტს ვაკეთებთ უმაღლესი ხარისხით, ისე როგორც შეეფერება #1 კომპანიას თავის სფეროში.

2.9 ყველა ინფორმაცია, რასაც ვიღებთ კლიენტთან ურთიერთობის დროს არის კონფიდენციალური, კლიენტები გვენდობიან იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს არავის არ ვაწვდით არანაირ ინფორმაციას კლიენტის ან მასთან განხორციელებული პროექტების შესახებ.

2.10 ჩვენი გუნდის სლოგანია - “თქვენი მოგება ჩვენი მიზანია” რაც ნიშნავს, რომ გუნდის ყველა წევრი ვართ ორიენტირებული ჩვენი კლიენტების მოგების ზრდაზე.

2.11 მიგვაჩნია, რომ გუნდის წევრის ყველა საქმიანობა მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის განვითარებისათვის. ყველა საქმე, რასაც ვაკეთებთ, ერთნაირად ფასეულია, რადგანაც მას ჩვენი გუნდის წევრები აკეთებენ, ხოლო ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის საქმიანობას. 

 

3.შემოსავალი და პერსპექტივა

3.1. ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენს შემოსავალს, ყველა არის ჩართული კომპანიის შედეგიანობაში და ყველა იღებს შემოსავალს  საკუთარი შედეგებიდან გამომდინარე.

3.2. ჩვენ არ ვართ ლიმიტირებული შემოსავლებში და ფაქტიურად, ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ მას ჩვენი შრომოდან, განვითარებიდან და შედეგებიდან გამომდინარე.

3.3. გუნდის წევრები, რომლებიც ვაღწევთ მაღალი დონის შედეგს, ვიღებთ ჯგუფის შემოსავლების პროპორციულ შემოსავალს. კომპანია იზრდება, იზრდება ჩვენი შემოსავლებიც;

3.4. ყველა გუნდის წევრი ვაღიარებთ, რომ ეს ჩვენი კომპანიაა, მისი წინსვლა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს წინსვლაზე და ჩვენს ცხოვრებისეულ და კარიერულ განვითარებაზე;

3.5. ყველა გუნდის წევრი შეიძლება გახდეს პარტნიორი, ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, გუნდში სხვადასხვა მიმართულების პარტნიორების ჩართულობით.

 

4. მენეჯერებს და გუნდის წევრებს შორის ურთიერთობა

4.1. ჩვენ ოპერატიულად ვაკეთებთ რეაგირებას ხელმძღვანელების დავალებებზე და კოლეგების თხოვნებზე და ამით ჩვენ გუნდურობას განსაკუთრებულობას ვანიჭებთ;

4.2. ხელმძღვანელები არ აკონტროლებენ მათი გუნდის წევრების მიერ გასაკეთებელ სამუშაოებს, ისინი ამოტივირებენ ადამიანებს შედეგების მისაღწევად;

4.3. ჩვენ არ ვაკონტროლებთ თანამშრომლებს და არ ვაძლევთ შენიშვნებს, ნაცვლად ამისა ყველას ვაძლევთ საშუალებას დაამტკიცოს, რომ ღირსეული და გამორჩეულია და შეუძლია შედეგების დადება.

4.4. ჩვენ არ ვაძლევთ დავალებებს ჩვენი გუნდის წევრებს, ჩვენ ვთანმხდებით თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა შესაბამისი მიზნის მისაღწევად. დავალებების უმეტესობას გუნდის ყველა წევრი თვითონ ადგენს და ათანხმებს უშუალო ხელმღვანელთან.

4.5. თუ გუნდის წევრები ვერ ასრულებენ აღებულ ვალდებულებას, ჩვენ არ ვადანაშაულებთ და ვაბრალებთ მათ, ჩვენ ვეკითხებით რატომ ვერ გააკეთეს, რა შეცდომა დავუშვით  და რა უნდა შევცვალოთ მომავალში მსგავსი პრობლემის აღმოსაფხვრელად.

4.6. როცა ვხვდებით, რომ გუნდში პრობლემაა, სასწრაფოდ ვახდენთ რეაგირებას. ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ თანამშრომლის დასახმარებლად, თუმცა თუ ჩვენი გუნდის წევრი არ აღიარებს ჩვენს კორპორატიულ კულტურას და არ დებს დაპირებულ შედეგებს, ვემშვიდობებით ერთმანეთს.

4.7. დელეგირებას ვაკეთებთ ყველაზე ეფექტური თანმიმდევრობით

    4.7.1. თანამშრომლის შერჩევა

    4.7.2. ამოცანის კარგად ახსნა მისთვის

    4.7.3. კომპანიისთვის ამოცანის მნიშვნელობის ახსნა

    4.7.4. შეთანხმება მისაღწევ მიზანზე

    4.7.5.შეთანხმება შესასრულებელ დროზე

    4.7.6.შეთანხმება შესასრულებელ ხარისხზე

4.8. მენეჯერების მიზანია შექმნან საუკეთესო გარემო სამუშაოსთვის, ჩვენთან უნდა იყოს გუნდურობა და ერთმანეთის პატივისცემა

4.9. ჩვენთან ჯარიმები არ არის, ჩვენ არ ვაძლევთ შენიშვნებს თანამშრომლებს, ჩვენ არ ვუყვირით ერთმანთს, ჩვენ არ ვაყენებთ შეურაცყოფას - ჩვენთვის მთავარი ადამიანობა და შედეგებია.

4.10 ჩვენ ერთმანეთს არ ვაკრიტიკებთ, არ განვსჯით და არ ვაფასებთ. ჩვენ მხოლოდ რჩევებს ვაძლევთ გამოსასწორებელი ან დასახვეწი საკითხების შესახებ.

4.11 ჩვენ გუნდი დაფუძნებულია ქოუჩინგის პრინციპებზე. ჩვენ არ გვყავს უფროსები, გუნდის ყველა წევრს ჰყავს თავისი ქოუჩი, რომელიც ზრუნავს მისი დაქვემდებარებულების განვითარებაზე. 

 

5. როგორი ვართ დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფის წევრები

5.1. ყველა საქმეს ვაკეთებთ სწრაფად და ეფექტურად. ამოცანების სწრაფად და ამავდროულად ხარისხიანად შესრულება ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა;

5.2. ვცდილობთ შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალი პირველ რიგში თვითონ მოვძებნოთ და ყოველთვის წარმოვადგინოთ პრობლემების მოგვარების რეკომენდაციები;

5.3. პრობლემის დროს პირველ ეტაპზე არ ვეძებთ მის გამომწვევ მიზეზებს, პირველი ამოცანა წარმოქმნილი პრობლემის სწრაფი აღმოფხვრაა. მეორე ეტაპზე ორიენტირებული ვართ გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და პრევენციაზე.

5.4. საკითხის/ამოცანის განხილვის პირველ ეტაპზე არასდროს ვამბობთ --- „ეს არ გამოვა“, პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვსვამთ საკითხს შემდეგნაირად: „რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს/ამოცანას“;

5.5. ვმართავთ საკონსულტაციო ჯგუფს დელეგირებით. ყველა თანამშრომელი არის ჩართული კომპანიის მართვაში, გადაწყვეტილებების უმეტესობა მიიღება კომპანიის მენეჯმენტის ქვედა დონეზე;

5.6. კლიენტებს ვემსახურებით უმაღლესი ხარისხით. ყველა ამოცანა, ყველა დავალება და ყველა ნაბიჯი სრულდება უმაღლესი ხარისხით. ხარისხი არის ჩვენი უმთავრესი კონკურენტული უპირატესობა;

5.7. “ღიმილი, ღიმილი, ღიმილი”, ჩვენ მუდმივად კარგ ხასიათზე და ენთუზიაზმით აღსავსენი ვართ.

5.8. საკითხის/ამოცანის გადასაწყვეტად ყოველთვის ვაყალიბებთ ალტერნატივებს და ვამზადებთ ჩვენს რეკომენდაციებს.

5.9. სიკეთე ჩვენი გუნდის მართვის მთავარი იდეოლოგიაა და ეს ჩვენთვის უმნიშნელოვანესია. ჩვენ ვუკეთებთ ერთმანეთს კეთილ საქმეებს და არასდროს ვითხოვთ რაიმეს სანაცლოდ. სიკეთის კეთების მთავარი ბრწყინვალება მის უანგარობაშია.

5.10. ჩვენ შეგვიძლია რისკების აღება საკუთარ თავზე, ჩვენ ვართ უშიშრები ნებისმიერი პრობლემის თუ გამოწვევის წინაშე. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ მივაღწევთ ყველაფერს რასაც მოვინდომებთ და დავისახავთ მიზნად.

5.11. ჩვენ ვართ თვით მოტივირებული ადამიანები, ჩვენ სხვისი მოტივირება არ გვჭირდება.

5.12. ჩვენ არ ვიტყუებით და არასდროს ვალამაზებთ სხვადასხვა ინფორმაციას. ჩვენი გუნდურობა ნდობაზეა დამყარებული.

5.13. არასდროს ვამბობთ „ეს ჩვენი საქმე არ არის“ და ყოველთვის ვცდილობთ დავეხმაროთ ერთმანეთს ამოცანების შესრულებაში;

5.14. ყოველთვის ვდგავართ ერთმანეთის გვერდით ნებისმიერი პროფესიული თუ ცხოვრებისეული პრობლემის შემთხვევაში, ჩვენი ურთიერთობა ნდობაზეა დამყარებული;

5.15. თანამშრომლების თხოვნებზე ვაკეთებთ სწრაფ რეაგირებას, სამუშაო დღეს არ ვასრულებთ ისე, რომ არ შესრულდეს კოლეგების თხოვნები ან/და არ განხორციელდეს მათზე შესაბამისი რეაგირება;

5.16. ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით ერთმანეთს ვიყოთ საუკეთესოები.

5.17. მოსმენის კულტურა არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა, ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ კლიენტებს. ეფექტურად წერა ჩვენი ბიზნეს ინდუსტრიის აუცილებელი მოთხოვნაა, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ ამ უნარების დახვეწაზე.

5.18. ჩვენ არასდროს არ გვშურს ერთმანეთის და კონკურენტების. ჩვენ ვაღიარებთ, რომ დიდი მონდომებით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია, თუ ჩვენ მოვინდომებთ, ვერავინ ვერ გვაჯობებს და ჩვენ ვიქნებით ყველა საქმეში პირველები.

5.19. არასდროს, არასდროს, არასდროს არ ვჭორაობთ, არ განვიხილავთ გუნდის წევრებს და მათ საქმიანობას მალულად. ჩვენ ღია და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს გუნდში.

5.20. ყოველთვის გვიხარია ერთმანეთის წარმატება, ჩვენი გუნდის წევრის წარმატება ჩვენი გამარჯვებაც არის. რაც მეტი წარმატებული ადამიანი გვეყოლება გუნდში, მით მეტად იზრდება ჩვენი პირადი წარმატების დონეც.

5.21. თუ ვხედავთ რომ ჩვენი გუნდის წევრებს უჭირთ მიზნების მიღწევა, აუცილებლად ვეხმარებით, ჩვენს გუნდში დახმარების თხოვნა პატივსაცემი მოქმედებაა. როცა ადამიანი ითხოვს დახმარებას ამა თუ იმ საკითხში, ჩვენ ყველანი ყოველთვის ვცდილობთ დავუდგეთ გვერდში.

5.22 გუნდის წევრები ვართ ორიენტირებულნი ერთამენთის აზრთა პატივისცემაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საღი აზრი და დებატები. ჩვენ არასდროს გადავდივართ ზედმეტ კამათში და ყველაზე დიდ აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაშიც კი არგუმენტების და ფაქტების საშუალებით ვაგრძლებთ საკითხზე მუშაობას.

5.23 კლიენტის ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად გვაქვს 30 წამი, ხოლო გუნდის შიგნით საკითხის განხილვისას 30 წამში ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას.

5.24 ჩვენი პრინციპი არის Friends 4 Friends (F4F) ანუ კლიენტთან ურთიერთობის დროს ჩვენთვის უპირველესია მათთან მეგობრობა, ნდობის მოპოვება და გრძლევადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

 

6. თავისუფლება

6.1. ჩვენ არ ვქმნით ბიუროკრატიულ და რთულ პროცედურებს, ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სიმარტივეა; ჩვენს გუნდში არ არის საჭირო ერთი გადაწვეტილების მისაღებად 3 სხვადასხვა ადამიანის რეზოლუცია.

6.2. ჩვენ ვართ თავისუფლები და ჩვენ თვითონ ვწყვეტთ რა და როდის გავაკეთოთ. კომპანიები რაც მეტად იზრდებიან, მით მეტად ზღუდავენ თავისუფლებას, ჩვენ კი პირიქით გვინდა, უფრო მეტი თავისუფლება მივცეთ ერთმანეთს.

6.3. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მოტივაციით ყველაფრის მიღწევა.

6.4. შვებულება. ჩვენ გავდივართ შვებულებაში იმდენი ხანი, რამდენიც გვინდა. ჩვენ ვართ ფოკუსირებული იმაზე, თუ რა გააკეთა ადამიანმა და არა იმაზე, თუ რამდენი ხანი იმუშავა. რამდენი საათი ვმუშაობთ კვირაში? ზუსტად იმდენი, რამდენიც გვსურს.

6.5. ვართ მოქნილები ცვლილებებზე, ჩვენთვის ცნობილია, რომ წარმატება არის მუდმივი ცვლილებები და სიახლეები. გუნდში ვართ ისეთი წევრები, რომლებიც ამ ყველაფერს აღიარებენ.

6.6. ჩვენ არ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ რამდენად დიდი დრო დახარჯა ადამიანმა სამსახურში, ჩვენ გვაინტერესებს შედეგები და ადამიანებს უფრო მეტად ვაფასებთ მას შემდეგ, რაც  უფრო მაღალი დონის შედეგებს უფრო დაბალი ძალისხმევით მიაღწევენ.

6.7. კომპანიების უმეტესობა პროცესებზე და პროდუქტებზე ფოკუსირებულია, ჩვენ კი კლიენტებზე და გუნდის წევრებზე ვართ ორიენტირებულნი.