ადგილი, რომელიც შეიძლება შთაგონების წყაროდ იქცეს შენთვის


სამყაროში მრავალი ადგილი არსებობს, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ, სადაც გვემატება ენერგია და მოტივაცია. ადგილი, სადაც ვიტვირთებით, ვტკბებით ცხოვრებით და რადგან დადებითი განწყობით ვივსებით, გვჯერა კიდეც საკუთარი შესაძლებლობის უსასრულობის.

ასეთი ადგილები შეიძლება ნებისმიერ ადგილას აღმოვაჩინოთ, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ჯადოსნურ წუთზე, რომელიც მიგვახვედრებს, რომ ცხოვრება არის ადგილი, სადაც ყველაზე საოცარი ოცნებებიც კი შეიძლება ახდეს. მოტივაციით სავსე ადამიანი კი ყველა დაბრკოლებას გადალახავს ადვილად და მიაღწევს კიდეც წარმატებას.

ლურჯი ტალღები, ფინჯანი ყავა და ზღვიდან ამომავალი მზე შენი სასტუმროს აივნიდან სწორედ ის ადგილია, რომელიც ენერგიით გავსებს და მთელი წლის მანძილზე მიგყვება კიდეც განცდები, რომელსაც ზღვაზე ყოფნისას გრძნობ. როდესაც ფეხით მიუყვები სანაპიროს ბედნიერებით ივსები და გრძნობ, რომ შენ იმსახურებ ბედნიერებას.

ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს ბუნებაში ფეხით სიარული, მოსწონს ტყის სურნელი, მთები, სიმწვანე და სუფთა ჰაერი. ბუნებაში ყოფნა, დაუვიწყარი პეიზაჟები და სიმშვიდე, რომელსაც ასეთ წუთებში გრძნობ, ალამაზებს კიდეც ცხოვრებას. გრძნობ სამყარო, რომელიც ამდენ საოცრებას ქმნის შენ გარშემო დაგეხმარება მიზნების მიღწევაში. ამისათვის კი აუცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთო და იმოქმედო.

მოგზაურობისას ნანახმა და განცდილმა შეიძლება ისეთი ძალით იმოქმედოს შენზე, რომ მთელი წელი იყო პროდუქტიული და ენერგიით სავსე. როგორც შენი ქვეყნის რომელიმე მხარე, ასევე ევროპის რომელიმე ქალაქი, რომელსაც ესტუმრები შესაძლოა იქცეს შენთვის ნამდვილი შთაგონების წყაროდ.

შეიძლება იჯდე შენი ქალაქის პატარა, საყვარელ კაფეში, უყურებდე ქუჩას, ქუჩაში ხეებს, რომელთა ფოთლებს სულ მალე შეეპარება სიყვითლე, მიირთმევდე ფინჯან ჩაის და თავს გრძნობდე ძალიან კარგად. ასეთ სიმყუდროვეში შეიძლება დაისახო ახალი მიზნები, რადგან როდესაც თავისუფალი დრო გაქვს აანაზილებ რა გჭირდება ყველაზე მეტად და აცნობიერებ, რომ აუცილებელია გადადგა ნაბიჯები ცვლილებებისკენ.

როგორც მზიანი დღე, ასევე წვიმიანი ამინდი შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო შენთვის. წვიმაში ფეხით სიარული, ეს არის ერთგვარი თერაპია, რომელიც გეხმარება გაართვა უარყოფით ემოციებს თავი და დაიმუხტო დადებითად.

ყველაზე საუკეთესო შთაგონება კი შეგიძლია მიიღოთ წიგნებიდან. განმარტოვდე სამუშაო ოთახში ან ესტუმრო ბიბლიოთეკას. აღმოაჩინო და იკითხო ისეთი წიგნები, რომელიც გახდება მოტივაციის უშრეტი წყარო შენთვის. ასე რომ  ბიბლიოთეკა არის ახალი აზრების, იდეების და ცოდნის გაღრმავების საუკეთესო ადგილი.

ასე რომ სამყაროში უამრავი ადგილი არსებობს, სადაც შეგიძლია შეიგრძნო ჯადოსნური წუთები. მწერალმა აღმოაჩინოს მოთხრობისთვის ახალი სიუჟეტი, მხატვარი დატკბეს პეიზაჟით, რომელსაც ტილოზე გადაიტანს. პარფიუმერმა იგრძნოს ყვავილების საოცარი სურნელი და ახალი პარფიუმი შექმნას. ბიზნესმენმა კი საოცარი განცდებით შთაგონებულმა მოიფიქროს განსაკუთრებული ბიზნეს იდეა. ყველაფერი კი დამოკიდებულია ჩვენზე, თუ რამდენად გულისყურით ვაკვირდებით სამყაროს, რა მოგვწონს და გვხიბლავს მასში. ვპოულობთ თუ არა ნიშნებს, რომელსაც სამყარო გვიტოვებს ყველგან, სადაც დავდივართ, ვმოგზაურობთ და ვცხოვრობთ.
 

| გააზიარე
მოგწონთ?