12 რამ, რასაც ჭეშმარიტად თავდაჯერებული ადამიანები განსხვავებულად აკეთებენ


„არ აქვს მნიშვნელობა, ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, თუ ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ. ორივე შემთხვევაში მართალი ხართ.“ - ჰენრი ფორდი


გთავაზობთ ჭეშმარიტად თავდაჯერებული ადამიანების 12 უმთავრეს უნარ-ჩვევას, რის შემდეგაც შეძლებთ დააკავშიროთ ის თქვენს შესაძლებლობებთან:

 

1. ისინი შინაგანად ბედნიერები არიან

თავდაჯერებულობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი სწორედ ბედნიერებაა. იმისთვის, რომ გჯეროდეს შენი შესაძლებლობების, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა გაბედნიერებდეს. 

 

2. ისინი არ განსჯიან სხვებს

თავდაჯერებულ ადამიანებს არ სჭირდებათ სხვა ადამიანების განსჯა იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნონ. ამასთანავე მათ კარგად ესმით, რომ საკუთარი თავის სხვებთან შედარება შემზღუდველია.

 

3. ისინი არასდროს ამბობენ „კი“-ს თუ დარწმუნებულები არ არიან თავიანთ სურვილში

თავდაჯერებულმა ადამიანებმა იციან, რომ უარის თქმა ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველთვის დარწმუნებულები არიან თავიანთ „არა“-ში, რადგან იციან, რომ ახალი მოვალეობებისთვის უარის თქმით ისინი პატივს სცემენ თავიანთ ძველ მოვალეობებს, რითიც მათ განვითარების და წარმატების შესაძლებლობას აძლევენ.


4. ისინი მეტს ისმენენ და ცოტას ლაპარაკობენ

თავდაჯერებულმა ადამიანებმა იციან, რომ სხვების მოსმენით უფრო მეტს სწავლობენ და განვითარების მეტი შესაძლებლობა ეძლევათ. სწორედ ამიტომ, ისინი კომუნიკაციის დროს ფოკუსირებული არიან არა რაიმეს დამტკიცებაზე, არამედ ურთიერთობებზე, რადგან იციან, რომ ადამიანების მოსმენა და მათთან დაახლოება უფრო სასიამოვნო და პროდუქტიული იქნება.

 

5. მათ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ

თავდაჯერებული ადამიანებისგან იშვიათად მოისმენთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „დარწმუნებული არ ვარ,“ „მე ვფიქრობ,“ და ა.შ. ისინი საუბრობენ თავდაჯერებულად, რადგან იციან, რომ რთულია ადამიანებმა გისმინონ მაშინ, როცა შენს აზრებს დამაჯერებლად ვერ გადმოსცემ.

 

6. ისინი მუდამ პატარა მიღწევების ძიებაში არიან

თავდაჯერებულ ადამიანებს მოსწონთ გამოწვევები და შეჯიბრებები მაშინაც კი, როცა წინ პატარა გამარჯვება მოელით. როდესაც ბევრი პატარა გამარჯვება გაქვთ, თქვენი თავდაჯერებულობის სტიმულირება შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.

 

7. ისინი ვარჯიშობენ

აღმოსავლეთ ონტარიოს კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც 10 კვირის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ ვარჯიშობენ, გონებრივად და ფიზიკურად უფრო ქმედითუნარიანები არიან. ამასთანავე, უმაღლდებათ თვითშეფასება და მარაგდებიან ენდორფინებით.

 

8. ისინი არ ცდილობენ ყურადღების მიქცევას

თავდაჯერებულმა ადამიანებმა იციან, რომ  უფრო ეფექტურია იყო შენ, ვიდრე ცდილობდე იმის დამტკიცებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. როდესაც ასეთი ადამიანები თავიანთი მიღწევებისთვის ყურადღების ცენტრში ექცევიან, ისინი სწრაფად ცდილობენ ფოკუსირება იმ ადამიანებზე მოახდინონ, ვინც ბევრი იშრომა მათ დასახმარებლად.

 

9. მათ არ ეშინიათ იმის, რომ შეიძლება შეცდნენ

თავდაჯერებულ ადამიანებს არ ეშინიათ იმის, რომ შეიძლება მათი მოსაზრება მცდარი აღმოჩნდეს. მათ მოსწონთ თავიანთი აზრების გამოხატვა, ისინი ბევრს სწავლობენ მაშინაც კი, როცა ცდებიან, თავიანთ მცდარ მოსაზრებას კი პიროვნულ სისუსტედ არასდროს აღიქვამენ. 

 

10. ისინი რისკავენ

თავდაჯერებული ადამიანები ხელსაყრელ შესაძლებლობას ხელიდან არასდროს უშვებენ. ცუდ შედეგებზე ნერვიულობის ნაცვლად, ისინი თავიანთ თავს ეკითხებიან - „რატომ არ შემიძლია ამის გაკეთება?“ ასეთი ადამიანები შიშის გამო უკან არ იხევენ, რადგან კარგად იციან, რომ თუ არასდროს ეცდებიან, ვერასდროს მიაღწევენ წარმატებას.

 

11. ისინი არ აკნინებენ სხვა ადამიანებს

მერყევ ადამიანებს გამუდმებით ეჭვები აქვთ, რომ ისინი არასრულფასოვნები არიან. სწორედ ამიტომ, ისინი ცდილობენ მიიქციონ ყურადღება და გააკრიტიკონ სხვები თავიანთი ღირებულების დასამტკიცებლად. თავდაჯერებული ადამიანები კი აქებენ სხვა ადამიანებს მათი წვლილისთვის.

 

12. ისინი არ ერიდებიან დახმარების თხოვნას

თავდაჯერებულმა ადამიანებმა იციან, რომ სხვა ადამიანებისთვის დახმარების თხოვნა სისუსტეს არ ნიშნავს. მათ კარგად ესმით თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარე და მუდამ ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ხარვეზების გამოსწორებაში დაეხმარებიან. მათ ასევე იციან, რომ გამოცდილების მქონე ადამიანებისგან სწავლა ძალიან კარგი გზაა იმისთვის, რომ განვითარდე.

საკუთარი რწმენის გამყარება არ არის დანიშნულების ადგილი, ეს უწყვეტი პროცესია და მოგზაურობას უფრო ჰგავს.

| გააზიარე
მოგწონთ?