თანამშრომელთა მოტივაცია ეფექტური საბონუსე სისტემის დახმარებით


თანამშრომლებისთვის საბონუსე სისტემის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია თანამედროვე ბიზნესში, თუმცა საკმაოდ ბევრი კომპანია უშვებს შეცდომებს ამ საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილებების მიღების დროს.

კომპანიები, როგორც წესი, საბუნუსე სისტემას აბამენ რომელიმე კონკრეტულ პარამეტრს. ეს არასწორია და შესაბამისად, შედეგებიც არაეფექტურია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზოგადად, თანამშრომლებს ახასიათებთ ერთი საინტერესო მიდგომა. ისინი ყველაზე დახუნძლულ და მრავლისმომცველ სამოტივაციო სისტემაშიც კი პოულობენ  ,,ხვრელებს“, საიდანაც შეძლებენ თავის დაძვრენას, შედეგების მომავალი თვეებისთვის დაზოგვას და ა.შ.

 

საბონუსე სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ტიპის კომპანიებში, სადაც არა პარტნიორული მიდგომაა თანამშრომლებისადმი, არამედ სტანდარტული სამსახურეობრივი. პარტნიორული მიდგომისას შესაძლებელია საბონუსე სისტემა მიბმული იყოს ერთ რომელიმე პარამეტრზე. მაგრამ ისეთი ტიპის ბიზნესში, მაგალითად, როგორიცაა საცალო მაღაზია, ფაქტიურად წარმოუდგენელია ერთ პარამეტრზე მიბმული საბონუსე სისტემის არსებობა.

 

თანამედროვე ბიზნესში მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი ფოკუსირებული იყოს რამდენიმე ძირითად პარამეტრზე. როდესაც მთავარ მაჩვენებლებზეა ის ფოკუსირებული, მაქსიმალურად ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზნებს.  

 

ამასთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად იყენებენ შეწონილ საბონუსე სისტემას, სადაც თითოეულ პარამეტრს აქვს თავისი განმსაზღვრელი წონა.

 

ჩემი პირადი ხედვიდან გამომდინარე, საბონუსე სისტემა უნდა იყოს ისეთი, თანამშრომელს ჰქონდეს შესაძლებლობა იშოვოს დიდი თანხა მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გაყიდვების პროცესებში ჩართული.

 

გახსოვდეთ, თანამშრომლები უნდა იყვნენ პარტნიორები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, კომპანიის მოგების ზრდის პარალელურად გაზარდონ შემოსავლები. მსგავსი მიდგომა ზრდის თანამშრომელთა ეფექტიანობას, ლოიალურობას და საბოლოო ჯამში, ისინი დებენ ბევრად უკეთეს შედეგებს.

 


დავით კენჭაძე 

| გააზიარე
მოგწონთ?