DK Capital

 

დიქეი კაპიტალი - ეს არის საინვესტიციო და საპარტნიორო ფონდი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის ზრდას.

 

 

ეკონომიკის ზრდა დამოკიდებულია გარიგებების რაოდენობაზე ქვეყანაში, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ და გავზარდოთ ქვეყნის ფარგლებს შიგნით ბიზნეს გარიგებების რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკის სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს.

 

 

ჩვენი პარტნიორები არიან ქართული კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, უცხოური და ადგილობრივი ინვესტორები და ფიზიკური პირი პარტნიორები.

დიქეი კაპიტალში არსებული თითოეული რგოლი იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სახის და ტიპის გარიგების წარმოებაში. გარიგებების მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი დგება Win Win პრინციპის მიხედვით, რადგან ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ნებისმიერი გარიგების შედეგად ჩვენი ყველა პარტნიორები იყოს მოგებული. დიქეი კაპიტალის მიერ მიღებული მოგება ნაწილდება მის იმ პარტნიორებს შორის, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა გარიგების განხორციელებაში.

 

 

დიქეი კაპიტალის საინვესტიციო და საპარტნიორო ფონდის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

 

✓ უძრავი/მოძრავი ქონება

✓ ბიზნესის წილები

✓ სამშენებლო სფერო

✓ ინვესტიციები

✓ ტურიზმი

✓ სოფლის მეურნეობა

✓ სარეკლამო სფერო

✓ მომსახურეობის სფერო

✓ ექსპორტი

✓ და სხვა სფეროები

 

 

დიქეი კაპიტალის  საინვესტიციო და საპარტნიორო ფონდის პარტნიორი შეუძლია გახდეს ნებისმიერ მსურველს, რადგან ჩვენი კარი ღიაა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან და თქვენთან ერთად გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა. 

მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდებით პარტნიორები, შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა გარიგებებში, რომლებიც ხორციელდება როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მის გარეთ და ერთად გავაკეთოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეები.