გაყიდვების ქოუჩინგი საცალო მაღაზიებში

გაყიდვების ქოუჩინგი საცალო მიმართულებაში არის ჩვენი თვისობრივად ახალი და უნიკალური სერვისი საქართველოს  ბაზრისათვის. ჩვენ ვეხმარებით საცალო გაყიდვებში მომუშავე კომპანიებს გაყიდვების გაზრდაში და ამას ვაკეთებთ ჩვენი გაყიდვების ქოუჩების ადგილზე მივლინებით სხვადასხვა საცალო მაღაზიებში.

ამ სერვისს არ აქვს ანალოგი დღევანდელ ბაზარზე და საინტერესოა, როგორ ვმუშაობთ ჩვენ ამ მიმართულებით.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია საცალო გაყიდვებში გამოცდილი ადამიანებისგან, შესაბამისად, ვამზადებთ თქვენი გაყიდვების თანამშრომლებისთვის სპეციალურ სცენარს და უზრუნველვყოფთ, რომ თქვენმა მაღაზიებმა იმუშაონ გაყიდვების ყველაზე თანამედროვე მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი შემოსავლების გაზრდას.

ხაზგასასმელია, რომ ჩვენ ვხდებით თქვენი გუნდის წევრები და ბოლომდე ვიბრძვით იმისათვის, რომ თქვენ გაზარდოთ გაყიდვები.

ჩვენი მიდგომები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ მუშაობას, ტრეინინგებს, სიმულაციებს და გამოცდების ჩაბარებას.