მოლაპარაკებების მართვა

ბიზნესში ხშირად გიწევთ სხვადასხვა მოლაპარაკებების მართვა და ზოგჯერ რთულია ამ ყველაფერთან მარტო გამკლავება. განსაკუთრებით რთულდება ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც თქვენი მოწინააღმდეგე ან ძალიან ძლიერია, ან სხვადასხვა უპირატესობები აქვს კონკრეტულ სიტუაციაში.

ამის გათვალისწინებით, ჩვენმა საკონსულტაციო ჯგუფმა შექმნა ახალი სერვისი, რომელიც გულისხმობს ჩვენ მიერ დახმარებას რთული მოლაპარაკებების წარმოებაში ან მათ სრულ მართვას.

ჩვენთვის მოლაპარაკებების წარმოება გაცილებით მარტივია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა მიმართულებების პროფესიონალები, რომლებიც ერთად საკმაოდ ძლიერ გუნდს წარმოადგენენ.

ჩვენი გუნდის წევრებს კონკრეტული მოლაპარაკებების წარმოების დროს, შეუძლიათ სხვადასხვა კუთხით შეხედონ სიტუაციას და სხვადასხვა მიმართულებით განახორციელონ ეს ყველაფერი, მათ შორის ეს არის ფინანსური, იურიდული და მარკეტინგული მიმართულება, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მოლაპარაკებების დროს.

ჩვენს გუნდს მსგავსი მოლაპარაკებების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად გადავწყვიტეთ ამ გამოცდილების საფუძველზე სხვა კომპანიებსაც დავეხმაროთ.

ჩვენ არ ვართ უბრალოდ შემსრულებლები, რომლებიც იღებენ გარკვეულ ფიქსირებულ საკომისიოს, ჩვენ ვართ მოტივირებულები შედეგზე, რომელსაც თქვენ მიიღებთ და რაზეც იქნება სწორედ ჩვენი საკომისიო დამოკიდებული.

როგორ ვმართავთ ამ ყველაფერს? ამისათვის მთელი ჩვენი გუნდი ემზადება წინასწარ და აკეთებს მოლაპარაკებების გარკვეულ სტრატეგიას, ათანხმებს თქვენთან და შემდგომ ჩვენ ვიწყებთ ამ  მოლაპარაკებების წარმართვას.