საგადასახადო რისკების მართვა

ხშირად კომპანიები თავისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და პროცესებზე იმდენად არიან გადართული, რომ სრულფასოვნად ვეღარ ახერხებენ ფინანსური და ბუღალტრული საქმის წარმოებას, რაც თავის მხრივ ზრდის კომპანიისთვის საგადასახადო ნორმების დარღვევის რისკებს და ასევე ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის რეპუტაციასა და სამომავლო პერსპექტივებს. განსაკუთრებით ხშირია ასეთი შემთხვევები გარემოში, სადაც მუდმივად მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებები.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ კომპანიის საქმიანობა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში აწარმოოთ, შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვა თქვენთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თუ კომპანიაში აღრიცხვა არ გაქვთ დალაგებული უმაღლეს დონეზე, არსებობს საგადასახადო და ფინანსური რისკები.  შეცდომამ ბუღალტრულ აღრიცხვაში შეიძლება კომპანიისთვის სერიოზული საჯარიმო სანქციები გამოიწვიოს.

ჩვენს საკონსულტაციო ჯგუფს დაემატა ფინანსური მიმართულება, რომლის მიზანია კომპანიის ხელმძღვანელობა ბოლომდე აკონტროლებდეს კომპანიაში მიმდინარე პროცესებს, იყოს დარწმუნებული, რომ კომპანიაში საგადასახადო რისკები მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს. ვინაიდან კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება სპეციფიკური პროცესია, უმჯობესია ის პროფესიონალებს მიანდოთ, თქვენ კი იყოთ ფოკუსირებული ბიზნესის ძირითად მიზნებზე. 

თუ თქვენ, როგორც წარმატებული მენეჯერი თვლით, რომ საგადასახადო რისკების შემცირება არის მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის მაშინ დაგვიკავშირდით.