თანამშრომლების მოტივაციის ზრდა

თანამედროვე ბიზნესში მოტივაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომპანიის მართვისას. სამწუხაროდ ქართული კომპანიების უმრავლესობასთან ჩვენ ხშირად ვხვდებით  მოტივაციის პრობლემას, რა დროსაც თანამშრომლები არ არიან საკმარისად მონდომებულნი, რომ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები მაღალ დონეზე.

არსებობს ერთი საკმაოდ მარტივი წესი, თუ როგორ შეიძლება შეამოწმოთ რამდენად მოტივირებულები არიან თქვენი თანამშრომლები: უბრალოდ დაუსვით თქვენ თავს შეკითხვა, რამდენი პროცენტით იხარჯება თითოეული მათგანი სამსახურში?!

თუ ეს ციფრი 80-90%-ზე ნაკლებია, მაშინ თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა გაზარდოთ მათი პროდუქტიულობა მოტივაციის გაზრდის საშუალებით.

მეორე საინტერესო კითხვა, რომლითაც შეგიძლიათ თანამშრომელთა მოტივაციის გაზომვა შემდეგია: როგორ ფიქრობთ, ისინი სიამოვნებით დადიან სამსახურში თუ მხოლოდ იძულებით, ხელფასის ან სხვა გარემოების გამო?

იმ შემთხვევაში, თუ ორივე ზემოთ მოცემულ კითხვაზე გაქვთ არადამაკმაყოფილებელი პასუხი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა განავითაროთ მოტივაციის სისტემა.

ზოგადად კომპანიის მართვა ორი საშუალებით არის შესაძლებელი. პირველი, ეს არის სტრესის მენეჯმენტი, ხოლო მეორე მოტივაციის მენეჯმენტი. თქვენ, როგორც კომპანიის ხელმძღვანელს, ყოველთვის გაქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება. თუმცა მე გირჩევთ ყოველთვის მოტივაციას მიანიჭოთ უპირატესობა, რადგან ეს არის რეალური შესაძლებლობა გუნდის წევრებმა მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს ყოველწლიურად, განვითარდნენ თვითონ და ასევე განავითარონ კლიენტები და კომპანია.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს კომპანიაში არსებობს თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდის შესაძლებლობა, დაგვიკავშირდით.