მენეჯმენტის აუდიტი

როგორც წესი კომპანიების უმეტესობა მხოლოდ განვითარების მრავალი ეტაპის გავლის შემდეგ აღწევს წარმატებებს. მიუხედავად იმისა, თუ განვითარების რომელ სტადიაზეა დღეს ის, ყოველთვის შესაძლებელია მდგომარეობის გააუმჯობესება და ეფექტურობის გაზრდა.

ამასთან, ქართულ რეალობაში ხშირ შემთხვევაში, როცა დამფუძნებლებს ან ტოპ მენეჯერებს სურთ უფრო დეტალურად გაარკვიონ რა ვითარება და შესაძლებლობებია კომპანიაში, რადგან როცა ყოველდღიურად ერთი და იმავე საქმეებში ხართ ჩართული, რთული ხდება დაინახო ის გამოწვევები, შესაძლებლობები თუ პრობლემები რომლებიც კომპანიაშია.

სწორედ ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენი მომხმარებლები და მეგობარი კომპანიები მოგვმართავენ კომპანიის მენეჯმენტის აუდიტის ჩატარების თხოვნით. რა თქმა უნდა ჩვენი მუშაობის სპეციფიკა ყველა კომპანიისთვის ინდივიდუალურია და ხდება კვლევების საფუძველზე. ჩვენ ვხვდებით თქვენს თანამშრომლებს და სპეციალურად მომზადებული კითხვების საშუალებით ვარკვევთ კომპანიის მდგომარეობასა და არსებულ შესაძლებლობებს. ჩვენი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კომპანიების 90%-ის შემთხვევაში ყოველთვის არის შესაძლებელი მისი უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა და მეტად განვითარება.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კომპანიაში არსებული პრობლემების ფონზე ხელმძღვანელობას უჭირს გარკვეული შესაძლებლობების დანახვა, სწორედ ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ კომპანიის სრულ აუდიტს და მენეჯმენტს ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციებს, რაც სრულფასოვნად ასახავს კომპანიაში არსებულ სიტუაციას.

როგორ ხდება ამ სერვისით სარგებლობა:

ჩვენსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის ხდება წინასწარი შეთანხმება თუ რა რგოლები, რა ნიუანსები არის შესამოწმებელი, რის შემდეგაც მათი თხოვნის საფუძელზე ვიწყებთ აუდიტს. ამ დროს ვიღებთ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას თანამშრომლების მხრიდან და ვაკვირდებით შესაბამის მიმართულებებსაც. საბოლოოდ კი მენეჯმენტს ვაძლევთ რეკომენდაციებს, რაც არა მხოლოდ მათ მოთხოვნილ საკითხებს ეხება, არამედ  დამატებით სხვა შესაძლებლობასაც ანალიზის სახით.

თუ გსურთ დაინახოთ ის შესაძლებლობები, რომელთა დანერგვისა და გამოყენების შემთხვევაში შეძლებთ კომპანიის მოგების გაზრდას, დაგვიკავშირდით. ჩვენ გავააანალიზებთ ყველა პრობლემას და შესაძლებლობას, რომელიც აქვს თქვენს კომპანიას.