დროის მართვა

დრო თანამედროვე ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესურსია, მისი სწორი გამოყენება მნიშვნელოვანია ყველა წარმატებული მენეჯერისთვის. 

ტრენინგი დროის მენეჯმენტი მოიცავს დროის მართვის უნარ-ჩვევებს, რომლის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია თვეში 20-40 საათის გამოთავისუფლება. ტრენინგის მიზანია შეასწავლოს ჩვენი კლიენტების თანამშრომლებს ცხოვრების დაბალანსების წესები, რაც მიიღწევა არაეფექტურად დახარჯული დროის სწორი მართვით და პროდუქტიულობის გაზრდით.

ტრენინგის შედეგად თქვენ მიიღებთ ბიზნეს პრაქტიკაში აპრობირებულ 100-ზე მეტ რჩევას დროის მართვის და პროფესიული წარმატების მისაღწევად. ამასთან თქვენ გაეცნობით კონკრეტულ რეკომენდაციებს დროის მართვის უნარ-ჩვევების პრაქტიკაში ეფექტურ დანერგვასთან დაკავშირებით.

პრაქტიკული რჩევებით ჩვენი კლიენტების თანამშრომლები ცვლიან მიდგომებს, ცვლიან ეფექტურობას და აუმჯობესებენ მიღებულ შედეგებს, რაც საბოლოო ჯამში, კომპანიის ბაზრის წილის და მომგებიანობის ზრდას უზრუნველყოფს.

ტრენინგის თემატიკა:

1. პრობლემების ანალიზი, რატომ ვერ ვმართავთ დროს ეფექტურად
2. რატომ არის მნიშვნელოვანი დროის მართვა
3. დღის ეფექტური დაგეგმვა
4. სამუშაო დღის მართვა
5. დროის მართვის ეფექტური მოდელები
6. პრიორიტეტების განსაზღვრა
7. საკუთარი სუსტი წერტილების განსაზღვრა და გაუმჯობესების გზების დაგეგმვა
8. საქმის ეფექტურად შესრულება, მუდმივ ამოცანებზე დახარჯული დროის შემცირება
9. ცხოვრების დაბალანსება
10. ცხოვრებისეული მიზნების დასახვა და მართვა
11. პირადი ეფექტურობის გაზრდის რეკომენდაციები