სადისტრიბუციო პროგრამა

დღეისათვის იმ კომპანიების უმეტესობა, რომლებიც მომხმარებლებს თავის პროდუქტს საცალო მაღაზიებისა თუ სხვადასხვა ობიექტების მეშვეობით აწვდის, იყენებენ დისტრიბუციის ტრადიციულ მიდგომებს ან საკმაოდ ძვირადღირებულ პროგრამებს, რომლებიც სრულად არ ადაპტირდებიან ქართულ რეალობასა და კომპანიის საჭიროებებზე, ასევე არ არიან მოქნილნი ცვლილებებზე. ხოლო ის კომპანიები, რომლებიც სისტემის გარეშე მუშაობენ, განიცდიან შემოსავლების გადინებას  დისტრიბუციის ნაწილში არსებული დაუხარისხებელი და გადაუნაწილებელი ხარჯების გამო, რაც საბოლოო ჯამში როგორც მათი მუშაობის, ასევე კომპანიის  არაეფექტურობას იწვევს.

გინდათ შეამციროთ ის დანახარჯები, რომლებიც გამოწვეულია თქვენ პროდუქტის ტრანსპორტირებით და ამავე დროს გაზარდოთ თქვენი თანამშრომლების მუშაობის ეფექტიანობა?

ჩვენ შევქმენით ქართულ სპეციფიკაზე მორგებული დისტრიბუციის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ გაზარდოთ მოგება 10-30%-ის ოდენობით წელიწადში, ხარჯების შემცირების და თანამშრომელთა დროის ეკონომიის, მარაგებისა და დავალიანების ეფექტური მართვის ხარჯზე.

 

აღნიშნული პროგრამა საშუალებას გაძლევთ:

 

● მართოთ დისტრიბუციის სრული პროცესი (ონლაინ რეჟიმში)

● შეიმუშავოთ ოპტიმალური ტრანსპორტირების სქემა

● აწარმოოთ საწყობების მართვა

● დაგეგმოთ მარშრუტის რუკა და განსაზღვროთ ოპტიმალური თანდმიმდევრობა, რაც შეგიმცირებთ საწვავის ხარჯებს

● აკონტროლოთ ნაშთები

● გაუწიოთ მონიტორინგი ობიექტთა დავალიენებებს და მათზე გაცემულ საქონელს

● ამოიღოთ ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია პროგრამის დანერგვის დღიდან განუსაზღვრელი პერიოდის გავლის შემდეგაც

● განახორციელოთ იმპორტირებული პროდუქციის მიღება

● შეიმუშავოთ თქვენი გაყიდვების თანამშრომლების გეგმა

● უზრუნველყოთ ზედნადებების ატვირთვა ელექტრონულად და დამოუკიდებლად  გაყიდვის განხორციელებისთანავე

● მოარგოთ პროგრამა თქვენი კომპანიის სტრქტურას, იქნება ეს ცენტრალიზებული თუ დეცენტრალიზებული

● განახორციელოთ გაყიდვების თანამშრომლების, მძღოლების, დისტრიბუტორების, მერჩენდაიზერების მენეჯმენტი

● წინასწარ განსაზღვროთ სპეციალური ფრაისლისტი და დისქაუნთების სისტემა

● სისტემა დააკავშიროთ ბუღელტერიას ინფორმაციის სრულფასოვნად გაცვლის მიზნით

● აწარმოოთ რეპორტინგი

 

პროგრამის დანერგვის შემდეგ მის მონიტორნიგისა და მენეჯმენტისთვის ერთი ადამიანიც საკმარისია. თქვენ საშუალება გაქვთ ჩაწეროთ ის მობილურ ტელეფონებზე, რაც ამარტვივებს და ხელმისაწვდომს ხდის მის რეგულარულ გამოყენებას.

 

თუ გსურთ, რომ თქვენმა კომპანიამ გაზარდოს საკუთარი რესურსების ოპტიმალური გამოყენება და შემოსავლები დაგვიკავშირდით.